ეს არის ერთადერთი დაპირება, რომელიც ივანიშვილმა შეგვისრულა – ელისაშვილის მეუღლე

2 weeks ago 5

კოალიცია “ძლიერი სქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისშვილის მეუღლე ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი დაპირება, რომელიც ივანიშვილმა შეასრულა, რადგან მუდმივად ამბობდა, რომ ყველა პოლიტიკოსს დაიჭერდა.

ივანიშვილის დაპირებები გვახსოვს, ბოლო დაპირება იყო ის, რომ ყველა პოლიტიკოსს დაიჭერდა და ჩასვამდა ციხეში, ეს არის ერთადერთი დაპირება, რომელიც მან შეგვისრულა, დარწმუნებული ვიყავი ასე მოხდებოდა, მოლოდინი მქონდა.

როგორც აქამდე, მე და ჩემი შვილები ვიდექით აქციაზე და ვაპროტესტებდით, გავაგრძელებთ სიარულს, იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც საავადმყოფოებში სიცოცხლეს ებრძვიან“, – უთხრა “პირველებს“ ელისაშვილის მეუღლემ.

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი პატიმრობაში გაუშვეს – ოპოზიციონერ ლიდერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

სრულად წაკითხვა