მსახიობი ირაკლი კვირიკაძე, კახა კალაძეს პასუხობს და ტვ პირველთან, ამბობს:
“ეს არის მისი ტუტუცი ამომრჩევლისთვის მოტყუებული რაღაც. ამომრჩეველს ამით აჯერებს, რომ ადამიანს არ შეიძ₾ება ჰქონდეს პრინციპები და თუ მოქმედებს, აუცილებლად რღაცისთვის მოქმედებს, ან პოზიციისთვის, ან ფულისთვის, ან რაღაცისთის. არამგონია ეს ვინმემ დაიოჯეროს. დათო დოიაშვილი არ აპირებს პოლიტიკაში მოსვლას. ის თავისი საქმის ერთგული რჩება და ეს ტყუილი, რომ აქედან რამე საქმე შეკერონ, არის უსუსური ქმედება”
ცნობისთვის, დავით დოიაშვილი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლეს.
დოიაშვილი და მთელი მისი დასი რეჟიმის მიერ დაჭერილი კოლეგის, ანდრო ჭიჭინაძის მხარდასაჭერად აქციებს თვეებია მართავს და სინდისის პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს.