WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სააგენტო "პარალელი"
“ეს გადაწყვეტილება ჩვენ არავის გამო არ მიგვიღია, ეს პირადი ღირსების საკითხია” – საბა სხვიტარიძე

პატიმრობაში მყოფი სამოქალაქო აქტივისტი, “კოალიცის ცვლილებებისთვის” წევრი საბა სხვიტარიძე შეწყალებასთან დაკავშირებით თავის პოზიციას აფიქსირებს და საზოგადოებას კონკრეტული მინიშნებებითა და თხოვნით მიმართავს:

ქართულ ოცნებას“ აღიარება და შეწყალება ორი რამის გამო სჭირდება:

ერთი პროპაგანდისტულად თქვან, რომ ტყუილად არავინ დაუჭერიათ.
მეორე სტრასბურგში აღიარება ეჭიროთ ხელში.

მოდით, ნუ დავამუნათებთ მათ, ვინც შეწყალება მოითხოვა. მერწმუნეთ, ციხეში ყოფნა მარტივი არ არის. თუ რამე უნდათ ქოცებს, ეს არის პოლიტიკური პატიმრების გაშავება და ნუ შევუწყობთ ამაში ხელს.

რაც შეგვეხება ჩვენ, ვინც შეწყალებაზე ხელი არ მოვაწერეთ ნუ გვეუბნებით, რომ ხელი მოვაწეროთ აღიარებას. ეს ჩვენი არჩევანია, ჩვენი პირადი ბრძოლაა საერთო საქმისთვის და მოგვეცით უფლება, თავად ავირჩიოთ, ბრძოლის რა გზას გავყვებით.

ეს გადაწყვეტილება ჩვენ არავის გამო არ მიგვიღია, ეს პირადი ღირსების საკითხია.

სხვისი ბრძოლის გზის განხილვასა და კრიტიკას სჯობს, ყველამ ჩვენი საბრძოლველი ვიბრძოლოთ და საერთო საქმისთვის ერთი აგური მაინც დავდოთ. თანამებრძოლების კრიტიკა მხოლოდ ჩვენ დაგვაზარალებს.

გათავისუფლებას ვულოცავ ბიჭებს და წარმატებას ვუსურვებ. მე მხოლოდ ის მიხარია, რომ ბიჭები ციხიდან გამოვიდნენ.

ერთად ბოლომდე!!!🇬🇪” – აცხადებს საბა სხვიტარიძე.

“ეს გადაწყვეტილება ჩვენ არავის გამო არ მიგვიღია, ეს პირადი ღირსების საკითხია” – საბა სხვიტარიძე
პარალელი