გერმანიის ეკონომიკის სამინისტრო: საქართველოსთან არც ერთი ახალი პროექტის დაპირება არ იქნება და არ განხორციელდება, ასევე არც სესხის ხელშეკრულებები გაფორმდება

2 weeks ago 10

1

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების მინისტრი სვენია შულცე “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ეხმიანება და აცხადებს, რომ სამინისტრო გადახედავს ყველა არსებულ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან.

“საქართველოსთან არც ერთი ახალი პროექტის დაპირება არ იქნება და არ განხორციელდება, ასევე არც სესხის ხელშეკრულებები გაფორმდება. ვიტოვებთ უფლებას, მივიღოთ შემდგომი ზომები ჩვენს ევროპულ და საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციით.

დღემდე საქართველოსთან თანამშრომლობა მიზნად ისახავდა ევროკავშირთან დაახლოების ხელშეწყობას და ეკონომიკურ განვითარებას. ამ გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობა დროებით მაინც ბლოკავს საკუთარი მოქალაქეების ევროპული მომავლის შანსს. ქართველების დიდი უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა.

ყოველდღე, თბილისსა და სხვა ქალაქებში ხალხი გამოდის ქუჩებში, რადგან მათ სურთ ევროპული, კოსმოპოლიტური საქართველო. სხვათა შორის, ევროკავშირთან დაახლოების შესახებ ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციაშიც არის.

განვითარების სამინისტრო დღემდე მხარს უჭერდა საქართველოს ევროპულ გზას. საქართველოს მთავრობასთან ეს თანამშრომლობა არსებითად ვეღარ განხორციელდება. ეს ვალდებულება შეიძლება, გაგრძელდეს მომავალში, იქ, სადაც ეს ქვეყნის ევროპულ კავშირებს გააძლიერებს”, – განაცხადა მინისტრმა სვენია შულციმ.

სრულად წაკითხვა