გერმანიის საგარეო უწყების მიერ საქართველოდან ელჩის, პეტერ ფიშერის კონსულტაციებისთვის გაწვევის ამბავს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე ეხმაურება და წერს, რომ გერმანიამ ეს გააკეთა ,,თვეების განმავლობაში მასზე განხორციელებული თავდასხმების შემდეგ“.
თუმცა სალომე ზურაბიშვილის სიტყვებით, გერმანიის მთავრობის ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმს, რომ ევროპამ აქცია ზურგი საქართველოს:
„ეს არ ნიშნავს ევროპის მხრიდან ზურგის შექცევას. ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ ხალხის ნებიდან გადახვევა... ქართველი ხალხი ყოველდღე, იმედით და გაბედულად მაინც ირჩევს ევროპას“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
19 ოქტომბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ მათ გადაწყვიტეს, გერმანიის ელჩი საქართველოში პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გამოიძახონ, იმის გადასაწყვეტად, თუ როგორ გააგრძელონ მოქმედება.
„უკვე რამდენიმე თვეა, საქართველოს მთავრობა ეწევა ევროკავშირის, გერმანიის და პირადად საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საწინააღმდეგო აგიტაციას“, - წერს გერმანიის საგარეო იწყება X-ზე.