3
ეკა ბესელია, რომელსაც დღეს ლევან ხაბეიშვილის მონახულების საშუალება არ მისცეს, დაწვრილებით ინფორმაციას ავრცელებს:
,,დღეს რუსთავის მე 12 დაწესებულებაში მივედი რამდენიმე პატიმრის თხოვნით რათა შევხვედროდი მათ კანონით დადგენილი წესით.
მათ შორის ლევან ხაბეიშვილმა ითხოვა ჩემთან შეხვედრა .
მე არა ვარ ლევან ხაბეიშვილის საქმეში ადვოკატი , მისი თხოვნა იყო მომენახულებინა საპატიმრო დაწესებულებაში .
მიუხედავად ჩემი კრიტიკული დამოკიდებულებისა ამ პარტიის მიმართ , პატიმრობაში მყოფ პირს ვეპყრობი პროფესიული ფიცის დაცვით .
მთავარი აქ ისაა , რომ რუსთავის მე 12 დაწესებულებაში ვერ შევედი დღეს იმის გამო , რომ არ მოვიხსენი ჯვარი .
ჯვრის მოხსნის სანაცვლოდ მომთხოვეს შეშვება , რაც აქამდე არასოდეს ყოფილა .
ამ დაწესებულებაშიც ვყოფილვარ და სხვაგანაც , დგება ოქმი და ფიქსირდება რა ნივთით შედის ადვოკატი .
დღეს არც ოქმი შეადგინეს , არც ხელმძღვანელს დამაკავშირეს , არც არავინ იყო ვინც მოახდენდა რეგირებას .
მხოლოდ ვინმე კობა კობახიძე იქცეოდა უკანონოდ, არაეთიკურად და არღვევდა კანონს ( გვარიც მენიშნა ))
გამეცნო როგორც ცვლის უფროსი ( ესეც ვერ გვითხრა გასაგებად )
საბოლოოდ ვერ შევედი და ხელი შემეშალა , რადგან ჯვარი არ მოვიხსენი .
2 საათი არ იყო არავინ პასუხისმგებელი ამ უკანონობაზე !!!
მივმართავ პაატა სალიას
– ყოფილ ადვოკატს, ეს უკანონობა რაც თურმე წესად არის ქცეული – აღკვეთოს და ნუ აბრუნებს სისტემას წარსულში !
კანონიერი მოთხოვნა არაა მოიხსნას ჯვარი ადვოკატმა !
ეს ღირსების შემლახავი ქმედებაა და არ ვაპირებ მივიღო ეს პრაქტიკა, რომელიც დამკვიდრდა .
კანონი არ იცნობს ასეთ ჩანაწერს .
ეს ვინმე კობახიძე ამბობს, რომ ჯვარს ატარებენ თურმე მხოლოდ საეკლესიო პირები…
ჯვარი აქსესუარი გონია…
მინდა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს დავით ასათიანსაც მივმართო , რომ მოახდინოს რეაგირება რათა ადვოკატთა პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტები იყოს რეაგირებული!
სხვადასვაგვარად ხდება მოპყრობა ადვოკატის , გამომძიებლის , პროკურორის შესვლის დროს და ეს დაუშვებელია კანონით .
თავის დროზე -2016 წელს მე ვიყავი ინიციატორი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილების , (364 მუხლი) სადაც ადვოკატი გავუთანაბრეთ პროცესის სხვა მონაწილეებს ( პროკურორი, გამომძიებელი, მოსამართლე) საქმიანობის დაცვის მიზნით !
ან ციხეების რეფორმა 6 წელი რატომ ვაკეთეთ , რომ ისევ წარსულში დავბრუნდეთ ?
ამ ნორმების დაცვა არის ძალიან მნიშვნელოვანი .
ადვოკატის პროფესიას პატივი ეცით , თორემ ყველას გჭირდებათ რაღაც ეტაპზე !!!”
ეკა ბესელია ლევან ხაბეიშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს – “დაჟინებით ითხოვენ, მოვიხსნა ჯვარი“