“სტრატეგია აღმაშენებლის” და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე საგამოძიებო კომისიის საქმიანობას მწვავე შეფასებას აძლევს და შექმნილ რეალობასთან დაკავშირებით პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს:
“ნუ ვუსმენთ, რა თქვა თეამ, ჯონდიმ ან სხვა უსახო პროპაგანდისტმა — ერთნი არიან და ლეგიონია მათი სახელი.
მათი მიზანია დღითიდღე ჩაგვძირონ ქაოსში, რომ ვეღარ გავარჩიოთ რა არის სიმართლე, ვინ არის მტერი და სად არის გამოსავალი.
ეს არის ივანიშვილის რუსული პროპაგანდის არსი:
• თუ ადამიანი გაბრუებულია — აღარ რეაგირებს უსამართლობაზე
• თუ ეშინია — აღარ აპროტესტებს
• თუ დააჯერე, რომ არაფერი იცვლება — ნებდება
ის გვეუბნება: „სიმართლე არ არსებობს. გმირი არ არსებობს. არაფერი წმინდა არ არის. ყველაფერი იყიდება. და ბოლოს, „ბრძოლას აზრი არ აქვს.“
ჩვენი პასუხია, ქმედება, უწყვეტი პროტესტი!
ყველაფერი არ იყიდება! არც ძალაუფლებაა მუდმივი და არც ხალხის ნება ითმენს ტყვეობას დიდხანს!
ეს ის ქვეყანაა, სადაც ჯერ კიდევ გვწამს ღირსების, გმირების და გამარჯვების!
არ აკენკოთ ქოცის საკენკი — მოწამლულია!” – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
ინფორმაციას “სტრატეგია აღმაშენებლის” მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს