"ეს იქნება წარმატების საწინდარი" - ვილი სანიოლი შესარჩევის ჯგუფს აფასებს

6 days ago 5

საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე 4-გუნდიან ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები თურქეთი, ბულგარეთი და ნიდერლანდები/ესპანეთი იქნებიან.

აღნიშნული ჯგუფი შეაფასა ვილი სანიოლმა, რომელმაც თქვა, რომ საშინაო მატჩების მოგება უმნიშვნელოვანესი იქნება.

რთული ჯგუფია. ესპანეთი და ნიდერლანდები მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს შორის არიან. თურქეთის ნაკრებს, როგორც ევროპის ჩემპიონატზე ვიხილეთ, ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰყავს, რომლებიც სწრაფად ვითარდებიან და წამყვან ევროპულ კლუბებში თამაშობენ.


თურქეთში თამაში ყოველთვის რთულია, რადგან დიდი მხარდაჭერა აქვთ გულშემატკივრებისგან. ბულგარეთის ნაკრები კი არ არის ისეთი ძლიერი, როგორც 20 წლის წინ იყო, თუმცა მაინც რჩება ანგარიშგასაწევ გუნდად.


რთული ჯგუფია, სადაც გამოკვეთილ ლიდერს თუ არ ჩავთვლით, სამივე გუნდს შეუძლია, ერთმანეთს ქულები წაართვას. მნიშვნელოვანია, როგორ ჩავატარებთ საშინაო შეხვედრებს, რადგან სწორედ სახლში ნაჩვენები შედეგები იქნება წარმატების ერთ-ერთი საწინდარი.

- ამბობს სანიოლი.

სრულად წაკითხვა