1
კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც სპეცრაზმმა გაიტაცა და სასტიკად სცემა, სასამართლო პროცესს ელოდება და ტვ პირველთან ამბობს:
უკვე აურზაური იყო, წყალის ჭავლს გამოვერიდე, რომ დამეხარისხებია ჩემი კამერის ნაწილები და მოვმზადებულიყავი. ამ დროს გაიღო პარლამენტის წინ რკინის კარი, გამოცვივდნენ სპეცრაზმელები, დავინახე ბიჭს ურტყამდნენ, რას შვრებით–თქო, დავიძახე და მეც წამათრიეს. გზაში კორდონი რომ გაიარეთ, ყველა მაგინებდა და მირტყამდა. ეს იყო ყველაზე უცნაური, კორდონში მდგომი, გაჩერებული პოლიციელები, მაშინ როცა ერთს კისრით უჭირავ, მეორეს ფეხებით, მიგათრევენ და ყველა გირტყამს.
1 საათის წინ, ამონათა ჩემმა ტელეფონმა და ტელეფონი, რომელიც წამართვა სპეცრაზმმა, გორშია.
დიდი ალბათობით, მედავებიან იმას, რომ ხელი არ მოვაწერე ოქმს, სადაც ეწერა, რომ მე ვიყავი აქციაზე და მინდოდა პოლიციის კორდონის გარღვევა, ვისროდი ქვებს და ვიგინებოდი.