გამჭვირვალობაზე ლეგიტიმური ზრუნვა არ უნდა იქცეს საბაბად, რომ მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზება და მათთვის სივრცის შეზღუდვა – აცხადებს ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი რუსულ კანონთან დაკავშირებით. დიპლომატის თქმით, “ეს კანონი არ არის კარგი” და ის არც ევროპულია და არც ამერიკული.

“ჩვენ სერიოზულად ვართ შეშფოთებულები. გამჭვირვალობაზე შესახებ ლეგიტიმური ზრუნვა არ უნდა იქცეს საბაბად, რომ მოხდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზება და მათთვის სივრცის შეზღუდვა. სიტყვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი ნებისმიერი დემოკრატიისთვის. ეს განსაკუთრებით ეხება საქართველოს, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. მარტივად რომ ვთქვა, ეს კანონი არ არის კარგი. ეს არ არის არც ევროპული და არც ამერიკული კანონი და ამის შესახებ ამერიკის ელჩმაც ისაუბრა. მე მესმის, რომ შეიძლება იყოს ზრუნვა გამჭვირვალობაზე და ჩვენ ყველანი გამჭვირვალობის მომხრეები ვართ, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შეზღუდვის ხარჯზე, რადგან ისინი ძალიან სასარგებლო საქმეს აკეთებენ საქართველოს მოქალაქეებისთვის.” აცხადებს დიპლომატი.