“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, ეკა ხერხეულიძე კონკრეტული ფაქტების გახსენების პარალელურად მძიმე შეფასებებს აკეთებს პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას მიმართ:
“ეს კაცი მიხეილ სააკაშვილის “ვივამედიდან” ციხეში გადაყვანას რომ მოითხოვდა, ხომ გახსოვთ?!
იმ კაცზე, რომელიც ამ ქვეყნის ორი ვადით არჩეული პრეზიდენტი იყო, ევროპაში ყველაზე დიდი ქვეყნის პრეზიდენტის მრჩევლის პოსტიდან ადგა, ტრაილერში შეიკეტა და აქ იმისთვის ჩამოვიდა, რომ საქართველოს გარუსებას შორიდან ვერ უყურა, 4 წელია პატიმარია და აი ამ კაცზე, ეს კაცი წუხდა ვივამედიდან ციხეში რატო არ გადაგყავთო😡
თვითონ ციხის ალბათობის წარმოდგენისას ადგა და მოხია.
თითქოს, მიშა ბრიუსელის გზას ვერ აგნებდა და ამან უნდა გაკვალოს ყამირი🙂
გუშინდელი განქოცებულების საყურადღებოდ:
მიშა არავის არ ჩამოუყვანია, თავად ჩამოვიდა.
ეს, თქვენი ლიდერი, არავის არ გაუგდია, თავად გაიქცა.
გმადლობთ ყურადღებისთვის…“, – წერს ეკა ხერხეულიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.