"ეს კონცერტზე მეტია" - ქალაქ ანტვერპენში ქართველი მომღერლების კონცერტი გაიმართება

1 week ago 5

საპროტესტო აქციებზე დაზარალებულების დასახმარებლად ქალაქ ანტვერპენში ქართველი მომღერლების კონცერტი გაიმართება.

"ეს კონცერტზე მეტია - ეს არის შანსი, ერთად დავდგეთ, ერთად ვიმღეროთ და მხარი დავუჭიროთ ქართველ ხალხს თავისუფლებისა და ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაში" - ნათქვამია განცხადებაში.

ბილეთებიდან შემოსული სრული თანხა გადაერიცხება აქციების დროს დაზარალებული ახალგაზრდების ოჯახებს.

კონცერტი გაიმართება 26 იანვარს, 16:00 საათზე, Kavka Oudaan-ში.

"იმღერეთ საქართველოსთვის: გავერთიანდეთ თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის

შემოგვიერთდით მუსიკისა და სოლიდარობის დაუვიწყარ საღამოზე, როდესაც ერთად ვდგებით საქართველოს თავისუფლებისთვის. ეს კონცერტი აქცია გააერთიანებს ჩვენთვის საყვარელ არტისტებს, ერთიანი საერთო მიზნისთვის.

1 მარიამ კახელიშვილი
2 სოფო ბათილაშვილი
3 ნინი გველესიანი
4 ფანიკო
5 თაკო კაკალაშვილი
6 ნუცა თოფურია
7 გიორგი ცხადაძე
8 რეზი ქარცივაძე
9 თათია ჯიქიძე
10 ბონდო გოგია - ოპერის მომღერალი გერმანიიდან
11 კონცერტს დახურავს თამადა

კონცერტის წამყვანები პატრიკი და თომა" - წერია განცხადებაში.

სრულად წაკითხვა