1
ეს რუსეთის პირდაპირი ჩართულობაა ივანიშვილის მხარდაჭერაში – ასე ეხმაურება რუსეთის დაზვერვის განცხადებას საქართველოზე ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე.
იუკნევიჩიენე X-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ “რუსეთი მართავს „ქართულ ოცნებას“.
„თუ ვინმე ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ქუჩის პროტესტები უბრალოდ ლოკალური ბრძოლაა ოპოზიციასა და მთავრობას შორის, რუსეთის დაზვერვის განცხადება საპირისპიროს ადასტურებს.
ეს რუსეთის პირდაპირი ჩართულობაა ივანიშვილის მხარდაჭერაში.
საშუალება მომეცით შეგახსენოთ: 2020 წელს ბელარუსებს ფულისთვის პროტესტი დააბრალეს. ისევ გამოიყენება კრემლის იგივე ნარატივები.
როგორც კრემლმა მხარი დაუჭირა ლუკაშენკოს, ახლა ივანიშვილის უჭერს მხარს. რუსეთი მართავს „ქართულ ოცნებას“.
არ შეცდეთ – ეს მხოლოდ საქართველოზე არაა. ეს იმაზეა, რომ რუსეთი იმის დაბრუნებას ცდილობს, რაც მისი გავლენის კანონიერ სფეროდ მიაჩნია.
ევროკავშირის სახელმწიფოებისთვის ეს ნათელი სიგნალი უნდა იყოს: მათ მხარი უნდა დაუჭირონ ქართველ ხალხს“, – წერს იუკნევიჩიენე.
რუსეთის საგარეო დაზვერვის მორიგი პროპაგანდისტული განცხადება – პუტინის დაზვერვა ირწმუნება, რომ ევროკავშირი გეგმავს, საქართველოს საპროტესტო აქციის მონაწილეებს დღეში 120 ევრო გამოუყოს და ქუჩის პროტესტი განავითაროს