WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

14

გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის დედა, სოფო ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ემო­ცი­ურ პოსტს აქ­ვეყ­ნებს.

რო­გორც ის წერს, დად­გა დრო, რომ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა ბო­ლომ­დე მი­ვი­დეს.

“შვი­ლო, გური, რო­გორ გე­ძებ­დი, სად არ ვი­ა­რე… ერთი ხე­ლე­ბით მიწა არ მი­თხრია. რამ­დენ­ჯერ მოვ­კვდი ამ ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და არა­ვის ცხოვ­რე­ბას არ შევ­ხე­ბი­ვარ, არა­ვინ გა­მი­ნად­გუ­რე­ბია, რო­გორც თქვენ გა­მა­ნად­გუ­რეთ… აი, ახლა დად­გა დრო, ეს საქ­მე მივა ბო­ლომ­დე. და შენ, ვინც ეს საქ­მე 12 წელი და­მა­ლე და მალე ჩემს წინ დად­გე­ბი – მა­ინ­ტე­რე­სებს შენი პა­სუ­ხი! გური, დე, მიყ­ვარ­ხარ და მე­ნატ­რე­ბი უზო­მოდ” – წერს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­კარ­გუ­ლი მო­ზარ­დის დედა.

ცნო­ბის­თვის, 17 წლის გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძე 2014 წელს გა­უ­ჩი­ნარ­და. ის, დუ­შე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქვე­მო მლე­თა­ში, ლო­მი­სო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე ექ­სკურ­სი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და. საქ­მე დღემ­დე გა­უხ­სნე­ლია, ვი­ნა­ი­დან გუ­რამ და­დი­ა­ნი­ძის კვალს ვერ მი­აგ­ნეს. გა­უ­ჩი­ნა­რე­ბუ­ლი ბი­ჭის დედა, სოფო ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი შვი­ლის პოვ­ნა­ში დახ­მა­რე­ბას დღემ­დე ითხოვს.