“ეს სისასტიკე მიუღებელია! მთავრობა ხალხს ფიზიკურად უსწორდება” – ბუნიათიშვილი

2 weeks ago 12

2

მუსიკოსი, ხატია ბუნიათიშვილი:

ეს სისასტიკე მიუღებელია! საქართველოს, დიდი ხანია (თუ ოდითგანვე არა) სამწუხარო არჩევანის წინაშე უწევს ყოფნა – თავისუფლება თუ მშვიდობა. ვფიქრობდი, რომ მთავრობა იქნებ, ქვეყნისთვის არასასურველი ნაბიჯების გადადგმით, ომის არიდებას, გარკვეული დროით მსოფლიოს მზერისგან შორს, ჩრდილში ყოფნას ცდილობდა, რომ არ გაებრაზებინა და დაეგეშა მეზობელი მტერი. რისკი, როგორც უკრაინაში, ბუნებრივია დიდია და პარტიულობის მიუხედავად, ქვეყნის საერთო ინტერესი ყველაზე მნიშვნელოვანი.

მაგრამ ეს რაც ხდება – ადამიანების წიხლქვეშ გაგდება – სრულიად მიუღებელია!!! ისინი ჩვენს ლამაზ, თავისუფალ ახალგაზრდებს და ახალგაზრდული სულის ადამიანებს, რომლებსაც არ ამოძრავებთ არანაირი პოლიტიკური ინტერესი, არამედ მხოლოდ გულანთებული ქვეყნის სიყვარული და იმედი მათი უკეთესი მომავლის, სისასტიკით და გულგრილობით პასუხობენ.მთავრობა ხალხს ფიზიკურად უსწორდება და ავიწყდება, რომ მისი მოვალეობა თითოეული მოქალაქის დაცვაა.
სახელმწიფო ადამიანებისგან შედგება და ერთი ადამიანი მთელი სახელმწიფოა.

სრულად წაკითხვა