26
პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი, არჩილ გამზარდია, “პალიტრანიუსთან” ამბობს:
“ფობია დევნის პროცესს გულისხმობს. ანუ უკმაყოფილება, წინააღმდეგობა, ნეგატივიც კი არ არის ფობია. თუ მე ვინმეს მიმართ ნეგატივი გამოვხატე, ეს არ არის ფობია. თუ დავიწყე დევნა და ჩაგვრა, მხოლოდ ამ შემთხვევაშია ფობია. ძალიან სუსტი მაგალითი მოიყვანა პრემიერმა. მეცნიერი კაცია პრემიერი და უნდა იცოდეს, რომ ჯერ კვალიფიკაცია უნდა მიანიჭოს არის თუ არა ეს ფობიის გამოვლენა? ფობიის გამოვლენა არ მთავრდება პლაკატით და აზრის გამოხატვით. თუ იქნებოდა იერიში, ვიღაცის ჩაგვრა, დევნაა ეთნიკურ ნიადაგზე და ა.შ.. ამ, შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს მსჯელობა. ასეთი პრეცედენტები რომც იყოს, ასეთი ფორმით არსებობა მაინც არ ამტკიცებს ფობიას. იმიტომ, რომ პრეცედენტების შემთხვევები უნდა იყოს სისტემატური იმისათვის, რომ ტენდენცია აჩვენოს. უკვე ტენდენცია შეიძლება იყოს ფობიური ხასიათის. მეცნიერ კაცს ეს არ უნდა შეშლოდა და მჯერა,რომ არ შეეშალა, ამით სიტყვების თამაშს აწარმოებდა
პირველ რიგში, მას სჭირდება კლიშეების შექმნა. ამ კლიშეებით სჭირდება ნებისმიერი გამოხატვა, ადამიანური თავისუფლება იყოს ჩარჩოში ჩასმული და იყოს იმ ფორმით წარმოდგენილი, როგორც ხელისუფლებას სურს.
მეორე ასპექტია, რუსული სახელმწიფოს ძალიან მაღალი რანგის ფილტრი. ფილტრის რეჟიმში არიან იმიტომ, რომ მათ ეს სჭირდებათ. ეს არის შეტყობინებათა იდენტობა, როგორც შეიძლება ჰქონდეს ლავროვს, სიმონიანს, ზახაროვას და ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს. აქედან გამომდინარე, მათ სჭირდებათ ფილტრი. ხელისუფლებისგან ბევრი ბლეფია შექმნილი, რომლითაც ცდილობენ, შექმნან ნეგატივის ჩარჩო და მერე მოარგონ ნებისმიერს, ვინც ამ ჩარჩოში მოთავსდება.’
საერთაშიროსო alia.ge