"ეს ტყუილია" - პსჟ ადასტურებს, რომ სალაჰით დაინტერესებული არ არის

2 weeks ago 12

იმის გამო, რომ ლივერპულს მოჰამედ სალაჰისთვის ახალი კონტრაქტი ჯერ კიდევ არ შეუთავაზებია, ეგვიპტელ ფეხბურთელს არაერთ გრანდს უკავშირებენ, მათ შორის პარი სენ-ჟერმენსაც, რომელიც რეორგანიზაციის პროცესშია.

რამდენიმე საათის წინ, პარიზული კლუბის პრეზიდენტმა, ნასერ ალ ხელაიფმა დაადასტურა, რომ გავრცელებული ინფორმაცია ჭორია და კლუბი სალაჰის ტრანსფერით დაინტერესებული არ არის.

ის ფანტასტიკური, გასაოცარი ფეხბურთელია, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, მისი დამატება პარი სენ-ჟერმენს არასდროს განუზრახავს.

გვესმის, რომ მისი გუნდში ყოლა ბევრი გუნდისთვის იქნებოდა მისასალმებელი, თუმცა ჩვენ მის დამატებას ნამდვილად არ ვცდილობთ.

- თქვა ხელაიფმა.

სრულად წაკითხვა