“ეს ქეთოა. ჩემი სიმწრით და წვალებით გაზრდილი შვილი – 5000 ლარიანი ჯარიმის ქვითარი გამოართვა შსს-ს” – ლიკა ჭელიძე

1 month ago 13

ჩემი სიმწრით და წვალებით გაზრდილი შვილი.

5000 ლარიანი ჯარიმის ქვითარი გამოართვა შსს-ს.

მთელი ცხოვრებაა პოლიციელობას ოცნებობს. ამ შენობასაც სულ შორიდან ეტრფოდა.

მხოლოდ ამისთვის ხართ დასასჯელი, ჩემს შვილს ოცნებები რომ დაუნგრიეთ.

თქვენ შვილებსაც, ჯერ ვერ ხვდებიან უმეტესობა უბრალოდ.

ოდესმე, სწორედ ჩემი შვილი და მისი თაობა აღადგენს სამართალს ამ და სხვა შენობაში. ეს “ოდესმე” ძალიან მალე დადგება!

არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა!

თავისუფლება პოლიტპატიმრებს!

თავისუფლება ოცნებისგან გაჩანაგებულ ჩვენ ქვეყანას!

სრულად წაკითხვა