როგორ გამოიყურება სხვადასხვა მწერის და ქვეწარმავლის ნაკბენი ?
როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან სხვადასხვა მწერის ნაკბენი
თუ როდისმე შეუწუხებიხართ ამ პრობლემას, თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრები, გთავაზობთ ამოიცნოთ თუ რომელმა მწერმა გიკბინათ, რათა თავიდან აიცილოთ უსიამოვნებები და შემდგომი გართულებები
კოღოს კბენის შემდეგ დაზიანება მალევე ქრება, მაგრამ არსებობს შედარებით მძიმე შემთხვევებიც, როდესაც აუტანელი წვისა და სისუსტის შეგრძნება გვაწუხებს, ასეთ შემთხვევაში უმჯობესია ექიმს მიაკითხოთ.
რწყილის ნაკბენი მარტივად შესამჩნევია, რადგან სხეულის დაზიანებული უბანი წითელ შეფერილობას იღებს. ასეთ დროს ქავილისა და ანთებითი პროცესის საწინააღმდეგო მალამო გამოიყენეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი შანსია ინფექცია განვითარდეს.
საწოლის ბაღლინჯოს ნაკბენი არა მხოლოდ მტკივნეულია, შესაძლოა გამოიწვიოს გაღიზიანება, ქავილი და ზოგ შემთხვევაში ალერგიული რეაქციაც კი.
თუ შენიშნავთ:
სხეულზე წითელ ლაქებს ან შეშუპებულ გამონაყარს,
თეთრეულზე სისხლის წითელ წვეთებს ან შავი შეფერილობის ლაქებს
კანის მსგავსი გაღიზიანება შესაძლოა გამოიწვიონ სხვა მწერებმაც, როგორიცაა კოღო, რწყილი, ტკიპა და სხვა.
ობობას ნაკბენი ყველაზე მარტივად შესამჩნევია, რადგან თუ გაგიმართლათ და შხამიანი არ არის, სხეულზე შრამის სახით ის ორ პატარა წერტილს ტოვებს. ობობების უმრავლესობა სრულიად უვნებელია, თუმცა თუ მისი ნაკბენის შემდეგ ამჩნევთ, რომ სიმპტომები საგანგაშოა, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს.
არსებობს ტკიპის სახეობები რომელთაც შეუძლიათ კბენის შედეგად გამოიწვიონ ისეთი დაავადებები როგორიცაა ბორელიოზი და ასევე განსაკუთრებით საშიში დაავადება, „ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხლება“. გასათვალისწინებელია გეოგრაფიული მდებარეობა და ტკიპის დაყოვნების დრო ადამიანის სხეულზე.
დაავადებების პრევენციისთვის აუცილებელია ნაკბენის ან კანზე მიმაგრებული ტკიპის აღმოჩენის შემთხვევაში დროულად მიმართოთ სპეციალისტს, ინფექციონისტს…
როდესაც ვინმეს ჭიანჭველა აწვება, ყველაზე გავრცელებული რეაქცია არის აწეული წითელი ლაქა. მეორე დღეს შესაძლოა ადგილი მტკივნეული და შეშუპებული იყოს. თუ ნაკბენი მძიმეა, შეიძლება დაწყლულება და დაინფიცირება.
მორიელის ნაკბენი, ძირითადად, მტკივნეული, მაგრამ უვნებელია. არსებობს მორიელის 1 500 განსხვავებული სახეობა, რომელთაგან მხოლოდ 30-ს შეუძლია სასიკვდილო ნაკბენის გამოწვევა. ასეთი შხამიანი მორიელები საქართველოში არ გვხვდება, ისინი, ძირითადად, გავრცელებული არიან მექსიკაში, სამხრეთ ამერიკაში, აფრიკის გარკვეულ ნაწილებში, ახლო აღმოსავლეთსა და ინდოეთში. მისი ნაკბენი ყველაზე საშიშია ბავშვებისთვის, მოხუცებისა და შინაური ცხოველებისთვის. ჯანმრთელ, ზრდასრულ ადამიანს მკურნალობა, ძირითადად, არც სჭირდება, მაგრამ ბავშვებისათვის აუცილებელია დაუყოვნებლივი ჩარევა.
მორიელი არ იკბინება, იგესლება, გესლი კუდშია მოთავსებული. შხამი შეიცავს ტოქსინების კომპლექსს, რომელიც ნერვულ სისტემას აზიანებს.
• თუ მორიელმა გიკბინათ და გაქვთ მცირე რეაქციაც კი, გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება.
• აუცილებლად მოითხოვეთ დახმარება დაკბენილი ბავშვის შემთხვევაში;
• აუცილებლად მოითხოვეთ დახმარება, თუ გაქვთ მძიმე სიმპტომები;
• აუცილებლად მოითხოვეთ დახმარება, თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს მორიელმა გიკბინათ სხვა ქვეყანაში მოგზაურობისას.
საშიშ ადგილებში, სადაც შემჩნეული გაქვთ კრაზანების ბუდეები, მაქსიმალურად დახურული ტანსაცმელი გამოიყენეთ და ნუ ეცდებით მათი ბუდეების მოშლას, იმ ადამიანების გარეშე, ვინც სპეციალური აღჭურვილობით შეძლებს ამის გაკეთებას!
ანაფილაქსიური შოკის მართვა აუცილებელია დაუყოვნებლივ და ეტაპობრივად:
• პირველი და მთავარი პრეპარატი.
• ინტრამუსკულარულად (IM) წინა-გარე ბარძაყში, დოზა: 0.01 მგ/კგ (ზრდასრულში საშუალოდ 0.3–0.5 მგ).
• საჭიროების შემთხვევაში 5–15 წუთში შეიძლება განმეორება.
• პაციენტის მოთავსება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ფეხების აწევით.
• ჟანგბადის მიწოდება.
• მძიმე შემთხვევებში – ინტუბაცია ან ტრაქეოტომია.
• ყველა პაციენტი საჭიროებს გადაყვანას სტაციონარში მინიმუმ 24 საათით, რადგან შესაძლებელია გვიანი რეციდივი
ფუტკრის ნაკბენის შემთხვევები საკმაოდ ხშირია. ძირითადად, ნაკბენი მხოლოდ დისკომფორტსა და მცირე გაღიზიანებას იწვევს და სახლის პირობებშიც საკმარისია მკურნალობა, ტკივილს გასაყუჩებლად. თუმცა, თუ ფუტკრის ნაკბენზე ალერგიული ხართ ან ფუტკარმა რამდენჯერმე გიკბინათ, შესაძლოა განვითარდეს უფრო ძლიერი რეაქცია, რაც სასწრაფო ჩარევას მოითხოვს.
გველის შხამით მოწამვლის სიმპტომებია:
- ნაკბენის მიდამოში ტკივილი და პროგრესირებადი შეშუპება;
- გამონაყარი;
- მთელ სხეულზე კანის გაუფერულება;
- ტემპერატურის მომატება;
- გულისრევა, ღებინება;
- თავბრუსხვევა, ძილიანობა;
- მხედველობის და სმენის დაქვეითება;
- შემცივნება;
- ოფლიანობა;
- სუნთქვის გაძნელება;
- მგრძნობელობის მოშლა
რა უნდა ვიცოდეთ ამ დროს პირველადი დახმარების შესახებ:
სასწრაფო დახმარების მოსვლამდე:
- გაათავისუფლეთ ჭრილობის მიდამო;
- აუკრძალეთ დაზარალებულს მოძრაობა;
- მიაღებინეთ ჰორიზონტალური მდებარეობა;
- კიდური გულის დონეზე დაბლა მოათავსეთ;
- დაამუშავეთ ნაკბენი ანტისეპტიკური ხსნარით;
- გაასუფთავეთ ჭრილობა საპნით და წყლით;
დაადეთ ელასტიური დამწოლი, რათა შეანელოთ შხამის გავრცელება ლიმფური სისტემის გზით. ამისათვის გაითვალისწინეთ შემდეგი წესები:
- შეამოწმეთ კიდურის მგრძნობელობა, ტემპერატურა, ფერი და ჩაინიშნეთ ცვლილებები;
- სახვევმა უნდა დაფაროს სხეულის დიდი ნაწილი, როგორიცაა მკლავი ან წვივი. გამოიყენეთ რვიანისებრი ნახვევი მუხლის ან კოჭის სახსრებისთვის;
- სახვევის დადების შემდეგ დაზიანების ზემოთ და ქვემოთ შეამოწმეთ მგრძნობელობა, ტემპერატურა, ფერი;
- შეამოწმეთ სახვევის სიმჭიდროვე. სახვევის ქვეშ თითი ადვილად უნდა თავსდებოდეს, თუმცა არა ძალიან თავისუფლად
არ გაკვეთოთ ჭრილობა, არ გამოწოვოთ ნაკბენი. გველის ნაკბენზე დაუშვებელია თბილი საფენის დადება. ამან შესაძლოა შხამის გავრცელება გამოიწვიოს. აკრძალულია კოფეინის და ალკოჰოლის მიღება, ვინაიდან ეს ნივთიერებები აჩქარებენ შხამის შეწოვის პროცესს.
გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi