გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "დინამო თბილისი" ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს, ჯაბა კანკავას დაუკავშირდა.
Geo Team-ის ინფორმაციით, დინამოელები კანკავას ტრანსფერზე უკვე მუშაობენ და მხარეებს შორის პირველი კომუნიკაციაც წარმატებით შედგა.
"როგორც ჩვენთვის ცნობილია, თბილისური გუნდი 38 წლის ნახევარმცველისთვის მისაღები კონტრაქტის შეთავაზებაზე მუშაობს" - წერია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ზაფხულში სლოვანიდან წამოსვლის შემდეგ ჯაბა კანკავა თავისუფალი აგენტია და ინდივიდუალურად ვარჯიშობს.