"ეს შემთხვევითობა არ ყოფილა" - რა თქვა ვალერი გაზაევმა ყაველაშვილის პრეზიდენტობაზე

1 month ago 10

როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ახალი პრეზიდენტი "მანჩესტერ სიტის" ყოფილი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი გახდა. 

აღსანიშნავია, რომ ამ ამბავს ვლადიკავკაზის "ალანიაში" ყაველაშვილის ყოფილი მწვრთნელი რუსი ვალერი გაზაევი გამოეხმაურა. 

"საქართველოს ახალ პრეზიდენტზე 2 სიტყვას ვიტყვი. მიშა თავისი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტია და ამიტომ მისი კანდიდატად დასახელება შემთხვევითობა არ ყოფილა. 

"როდესაც ის "ალანიაში" ჩემთან ერთად იყო, თავი ყოველივე საუკეთესოდ წარმოაჩინა. 

"მიშა როგორც ადამიანური, ისე პროფესიონალური თვალსაზრისით გამოირჩეოდა და მიწვევა მანჩესტერ "სიტიდან" მიიღო. 

"კახა კალაძე, ყაველაშვილი... ეს ის სპორტსმენები არიან, რომლებიც ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქართველოს სახელს წარმოაჩენენ", - თქვა ვალერი გაზაევმა.

სრულად წაკითხვა