პირველი შემთხვევაა ამ წლების განმავლობაში როცა პოსტს ვაქვეყნებ არა ჩემი სურვილით არამედ ძალიან დაღლილი და უხასიათო პოზიციიდან.
კი ვცდილობ, ვიყო ისევ იმ პოზიციაზე სადაც ვიყავი, მაგრამ ეს ბოლო დღეები ისედაც დარდით და ტკივილით დაფლეთილი გულის ტკივილს, დედაჩემის ჯანმრთელობის მძიმედ გაუარესების ამბავმა ყველანაირი ბრძოლის თუ კითხვა–პასუხების ჟინი ჩამიკლა გულში.
მაგრამ მიუხედავად იმისა უნდა ვთქვა.
უბრალოდ ვალდებული ვარ ამ თემას შევეხო.
ეს თემა, ეს ამბავი არის ერმილე ნემსაძეს იმ ვიდეო მიმართვის პასუხი სადაც ითხოვს, ჩემი ამ საქმეზე გამოხმაურებას.
საქმე ეხება ჩემი ვაჟის თემირალანის მკვლელობას და მის საქმეს ვინ როგორ დაიცვა და ვინ რა გააკეთა საქართველოდან სტრასბურგამდე.
აქ საუბარია, თითქოს და მარიამ კუბლაშვილი ადვოკატის სტატუსით იყო სუსის მიერ მოგზავნილი. აქ საუბარია მარიამ კუბლაშვილი, თითქოს და არ არის ქართველი, აქ მის საუბარში მარიამ კუბლაშვილის დედა მზია კუბლაშვილი მაჩალიკაშვილი, ნახსენებია როგორც მაყა ტერლოევად, მე პატივცემულ ნემსაძეს პატივს ვცემ, დიახ ვაფასებ მაგრამ ეს რაც დაიწერა და ითქვა მისი პირით, ვერ მოვიწონებ, ეს სრული აბსურდია და ტყუილია.
მარიამი კუბლაშვილი მოგზავნილი აგენტი არ ყოფილა, და ის შეურაცხყოფა მზია მაჩალიკაშვილის მისამართით, ამას ნამდვილად ვერ მოვიწონებ, თქვენ ყველანი კარგად მიცნობთ და მოვითხოვ იგივე პატივისცემას, რა პატივისცემითაც მე გეპყრობით, დიახ ნატო ვიბლიანის საქმე, ძალიან გახმაურებული საქმეა, იმ საქმის დამნაშავის დაცვა, არც მარიამისგან მივიჩნევ სწორ საქციელად.
და ბოლოს, თემირლანის საქმე, იმდენი ადამიანმა გამოიყენა, ზოგმა რა ფორმით,ზოგმაც რა ფორმით.
ყვლაფერი ვიცი, ვინ რამდენი ჭამა, ვინ რამდენი მიქარა.
კიდე ვადგენ, კიდე ვმუშაობ, კიდე გამოძიების რეჟიმში ვარ.
მე უფრო მეტი ვიცი, ვიდრე ნებისმიერმა გარე პირმა.
უბრალოდ ჩემი თხოვნა იქნება, ნატო ვიბლიანის საქმესთან, თემირლანის საქმეს ნუ ახსენებთ, ეს სხვადასხვა დანაშაულია ორივე კი მძიმე დანაშალი და გამოსაძიებელი.
ჩემი სოლიდარობა ნატო ვიბლიანს.
ღმერთმა მიგვაღწევინოს იმ სიმართლს და სამართალს, რისთვისაც ერთად ვიბრძვით

2 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·