ყოფილი ქართველი ფეხბურთელი, რევაზ ძოძუაშვილი Lelo-სთან ხვიჩა კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენში სადებიუტო შეხვედრას აფასებს.
ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა. ჯერ ერთი, ეს იყო პირველი თამაში და ძალიან მცირე დრო ჰქონდა იმისთვის, რომ ახალ გარემოს და თანაგუნდელებს შეგუებოდა.
როგორც ვიცით, სულ რამდენჯერმე ივარჯიშა ახალ პარტნიორებთან ერთად. ამის მიუხედავად, საგოლე პასი გააკეთა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იმ პასის ეპიზოდში როგორ იმოქმედა, ყველამ კარგად ვნახეთ, შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა დემბელეს..
- თქვა ძოძუაშვილმა.