“ეს ხალხი გვეუბნება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ჩვენ ავაშენებთო. და ქვეყანას ვაშენებთო”.- სალომე სიმონია

3 hours ago 3

სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:

პარკები ვერ გახსნეს და ვერ გამართეს ისე, რომ ბავშვები არ იმსხვერპლოს დენმა, თხრილმა, ჭამ და საქანელამ.

ძველი შენობების მოვლა-პატრონობა იმდენად არ შეუძლიათ, რომ იქიდან ჩამოვარნილი კარნიზი ქვემოთ მდგომ ადამიანს ადგილზევე არ კლავდეს.

გელათს გადახურვა არ გაუკეთეს ისე, ნაგავი რომ არ ჩაეყოლებინათ და უნიკალური ფრესკა არ დაეზიანებინათ.

ზღუდერის ეკლესია დანგრევისგან, სვეტიცხოველი და ჯვრის მონასტერი ჩარეცხვისგან არ და ვერ დაიცვეს.

ერთი მარტივი ხიდი ვერ გააკეთეს ისე, რომ გახსნამდე არ ჩანგრეულიყო. მძღოლი ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს.

ქვეყნის მთავარ მაგისტრალსაც კი, ჩინურ დასანქცირებულ და შავ სიაში მყოფ კომპანიას აფუჩეჩებინებენ.

მდინარეებს ჯებირებს არ უკეთებენ და ყოველ წელს მიაქვს გზები, სახლები. ან სტიქიის დროს ეწირებიან ადამიანები.

სანიაღვრეები არ გააკეთეს ისე, რომ წამოწვიმებაზეც კი, გზები და სახლები არ იტბორებოდეს და ფუჭდებოდეს.

ვარკეთილის მეტროს რეაბილიტაციას წლებია თავი არ და ვერ მოაბეს. ახლადრეაბილიტირებულ ავლაბრის მეტროში კი, ცოტა ხნის წინ წვიმდა.

ისე არ ქნეს, მაინცდამაინც პატარა ბავშვებისთვის არ მოეპარათ ბაღების ასაშენებელი ფული და ლუკმა-პური.

“ოცნება” ამ მარტივ საკითხებს ვერ და არ აგვარებს. რთულების ჩამოთვლას აზრიც არ აქვს. და ეს ხალხი გვეუბნება ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ჩვენ ავაშენებთო. და ქვეყანას ვაშენებთო.

სრულად წაკითხვა