5
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე:
ჩინური ინვესტიციების ზრდაზე: ეს ერთჯერადი შემთხვევაა და დაკავშირებულია „ბაზისბანკის“(ჰუალინგის) მიერ „ლიბერთი ბანკის“ შეძენასთან.
ჩინური ინვესტიციების დაახლოებით 90 პროცენტი მოდის ერთ სამშენებლო კომპანიაზე, რომელმაც საბავშვო ოლიმპიადის დროს თბილისის ზღვაზე მისი მონაწილეებისთვის საცხოვრებელი სახლები ააშენა და შემდეგ საქართველოში ინვესტირება გადაწყვიტა. თავდაპირველად, იქვე ააშენა სასტუმრო და სავაჭრო მოლი, შემდეგ ქუთაისში მიწა შეიძინა და თავისუფალი ინდუსტრიული ზონა დააფუძნა, მოგვიანებით იყიდა „ბაზისბანკი“ და წელს, აგერ, „ლიბერთი ბანკიც“. ესაა და ეს მთელი ჩინეთი.
ჩინეთი 2025 წლის მდგომარეობით საქართველოს ათ უმსხვილეს ინვესტორთა შორისაც არ იყო და ამ ეტაპზე რაიმე ისეთი ტენდენცია არ იკვეთება, რომ ჩინური ბიზნესი საქართველოთი ფართოდ დაინტერესდეს.
მას შემდეგ, რაც სამწუხარო ფაქტი მოხდა და ემირატების „დაბი ჯგუფმა“ („ტერაბანკი“, სასტუმრო „ბილტმორი“ და სხვა აქტივები) საქართველო დატოვა, ჩინეთი 2026 წლისთვის პირველად აღმოჩნდება ათ უმსხვილეს ინვესტორ სახელმწიფოს შორის-თუმცა, საკმაოდ მოკრძალებული მაჩვენებლით.
ხელისუფლების იმედი, რომ დასავლურ ინვესტიციებს აღმოსავლური ჩაანაცვლებდა, არ გამართლდა-ვინც იყო, ისინიც გადიან. დასავლეთთან იზოლაციაში მყოფი ქვეყანა არავისთვისაა საინტერესო. ასეთ ვითარებაში მხოლოდ ისეთი ინვესტორები შეიძლება გამოჩნდნენ, რომლებიც აქ კაპიტალის შემოტანის ნაცვლად, პირიქით, აქედან უფრო მეტის გატანაზე იქნებიან ორიენტირებული.
ამის ერთ-ერთი მაგალითია იგივე „იგლ ჰილზი“, რომელიც კრწანისის ტყე-პარკისა და მტკვრის ჭალების განადგურებას აპირებს.
საერთაშიროსო alia.ge