პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი, ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია მთავრობის მეთაურ, ირაკლი კობახიძის მიერ, რეგიონების განვითარების მხრივ, წარმატებებზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება:
“პრემიერი რეგიონების განვითარებაზე რომ ლაპარაკობს და სასწაულ პროგრესზე, სულ ის მახსენდება ამდენი წელი რომ გაზი ვერ შემოიყვანეს ჩემთან სოფელში თბილისიდან 30 კილომეტრის დაშორებით, ჯერ შარშანწინ, მერე შარშან, მერე წელს რომ უნდა შემოსულიყო და ჯერ რომ არაფერს აპირებენ.
მერე ის მახსენდება, ბულაჩაურის გზაზე ერწოდან 3 კილომეტრი რომაა დარჩენილი გასაკეთებელი, მაგრამ ისეთ დღეში, წვიმაში რომ ვერ გადავა მანქანა და ეს ორი მხარე ერთმანეთს რომ შორი გზებით თუ უკავშირდება, დიდი წვალებით.
შემდეგ ის მახსენდება, თბილისიდან საბადურის ტყემდე გზა, 21 კილომეტრი, რომ ჯერ კიდევ შარშანწინ სრულფასოვნად უნდა გაკეთებულიყო, რამდენიმე მილიონი რომ დაიხარჯა და დღესაც ფრაგმენტები გასაკეთებელია, საგზაო ნიშნებიც ძირითადად ძველი, დაზიანებული და ნისლში პრობლემური.
რა ჩამოთვლის, იმდენი რამეა. ესეც თქვენი სოფლის, მთის და რეგიონების განვითარება“, – წერს არჩილ გამნზარდია ფეისბუქის პირად გვერდზე.
paraleli პოლიტიკა