“ესტონეთთან კოორდინაციით” – “ოცნების” მაღალჩინოსნებს სანქციები ლიეტუვამაც დაუწესა

6 days ago 5

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნაწილმა “ქართულ ოცნებასთან” დიალოგის რეჟიმი ამოწურა. ლიეტუვა ესტონეთის შემდეგ მეორე სახელმწიფოა, რომელმაც თვითგამოცხედბული მთავრობის პრემიერ მინისტრი დაასანქცირა. მიიზეზი ამ შემთხვევაშიც მშვიდობიანი მომიტინგეების და ჟუნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია. ლიეტუვას შავი სია ესტონეთზე გრძელია. ევროკავშირის წერვმა სახელმწიფომ 17 ქართველი პოლიტიკოსი დაასანქცირა.

ესტონეთთან კოორდინაციით, ჩვენ გავაფართოეთ სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია კიდევ 17 პირის დამატებით, მათ შორისაა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ჩვენ არ შევეგუებით მშვიდობიანი მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის მიმართ ძალადობას და ჩაგვრას. ერთობლივი ევროკავშირის დონეზე მოქმედების დროა!, –  აცხადებს ლიეტუვას მთავრობა. 

სრულად წაკითხვა