ესტონეთის მიერ, სანქცირებულია რეჟიმის 6 მოსამართლე

6 days ago 4

“ქართული ოცნების” სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, ესტონეთმა დაასანქცირა მოსამართლეები, რომლებიც დაკავებული და ნაცემი დემონსტრანტების საქმეებს სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევით განიხილავენ და მეტისმეტად მკაცრი სანქციების გამოყენებით აქციის მონაწილეების სამაგალითოდ დასჯის დაკვეთას ასრულებენ – “საერთაშორისო გამჭვირვალობა” სანქცირებულ მოსამართლეებს ასაჯაროებს.

ესენი არიან: კობა ჩაგუნავა, ლელა მილდენბერგერი, ლელა ცაგარეიშვილი, ზვიად ცეკვავა, ნინო ენუქიძე, მანუჩარ ცაცუა.

შეგახსენებთ, 15 დეკემბერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ X-ზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ოცნების” არალეგიტიმური მთავრობის კიდევ 14 წევრს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს, სანქციები დაუწესეს.

სრულად წაკითხვა