ესტონეთის სანქცირებულ პირთა სიაში, პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან და ოფიციალურ პირებთან ერთად, მოსამართლეებიც არიან. ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სანქციები, სავარაუდოდ, იმ მოსამართლეებს დაუწესეს, რომლებიც აქციაზე ნაცემ მოქალაქეებს პატიმრობაში უშვებენ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ამ პირებს ესტონეთში შესვლა ეკრძალებათ.
დღეს, 15 დეკემბერს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ X-ზე დაწერა, რომ არალეგიტიმური მთავრობის კიდევ 14 წევრს, მათ შორის ირაკლი კობახიძეს, სანქციები დაუწესეს.