2
ესტონეთის პარლამენტმა ქართველი ხალხის მხარდასაჭერი რეზოლუცია მიიღო – ამის შესახებ ინფორმაცია ესტონეთის პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული:
,,ბოლო ათწლეულის განმავლობაში ესტონეთი დიდი შეშფოთებით ადევნებდა თვალს ქართული საზოგადოების პოლარიზებაში და საქართველოში დემოკრატიულ არჩევნებში რუსეთის გავლენის მქონე აქტივობებს. საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები, რომელიც გასულ ოქტომბერს ძალადობისა და დაშინების გარემოში ჩატარდა, არ გამოხატავს ქართველი ხალხის თავისუფალ ნებას. “ქართული ოცნების” პარტია, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხარდაჭერით სარგებლობს, თაღლითური არჩევნების შედეგებს იყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებზე სრული კონტროლის მოსაპოვებლად და ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესირებისთვის…
ესტონეთის პარლამენტი სოლიდარობას უცხადებს ქართველ ერს, რომელიც თავის ადამიანის უფლებებს, კონსტიტუციას, დემოკრატიას და ევროკავშირში საქართველოს მომავალს იცავს“