ეუთოს სამეული გმობს საქართველოში პროტესტის ძალადობრივ ჩახშობას და პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებს

1 week ago 7

ეუთოს სამეული მალტის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და ფინეთის შემადგენლობით გმობს საქართველოს ხელისუფლების ძალადობრივ ქმედებებს მშვიდობიანი დემონსტრანტების, დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიმართ. სამეულმა ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს „დაუყოვნებლივ შეწყვიტოს რეპრესიული ტაქტიკისა და დაშინების გამოყენება, მათ შორის თვითნებური დაკავებები და ფიზიკური ძალადობა“.

„საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, უზრუნველყონ ქართველი ხალხისთვის შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა, რაც საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს შეესაბამება. კანონები, რომლებიც ამ ვალდებულებების საწინააღმდეგოდ იქნა მიღებული, უნდა გაუქმდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

სამეული ხაზს უსვამს ფუნდამენტური უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვის მნიშვნელობას, ეუთოს პრინციპების შესაბამისად, რომლებიც ჰელსინკის საბოლოო აქტში და პარიზის ქარტიაშია ასახული. „ძალადობისა და არჩევნების გაყალბების თაობაზე ყველა ბრალდება ზედმიწევნით უნდა იქნას გამოძიებული, ხოლო პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში უნდა მიეცენ“, – აცხადებს სამეული.

ეუთო-ს სამეულმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი სოლიდარობა ქართველი ხალხის მისწრაფების მიმართ პროევროპული მომავლისადმი, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული. ის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებასთან ეუთოსთან და მის ინსტიტუტებთან ჩაერთოს, რათა ხელი შეუწყოს დიალოგს და გაიზიაროს გამოცდილება მიმდინარე კრიზისის მოსაგვარებლად. ამასთან, ეუთო მზადაა ამ პროცესს ხელი შეუწყოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა