ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში საპროტესტო აქციების შესახებ: ძალადობის შესახებ ცნობები „საგანგაშოა“

2 weeks ago 9
წყარო: facebook.com/oscepa

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში, ლუის გრაჩამ შეშფოთება გამოთქვა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან და დაპირისპირებასთან დაკავშირებით და ხელისუფლებას დიალოგის, თავშეკავებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების პატივისცემისკენ მოუწოდა.

„ძალიან შეშფოთებული ვარ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებული მოვლენებით. ბოლო საპროტესტო აქციების დროს ძალადობის შესახებ ცნობები საგანგაშოა“, – ნათქვამია გრაჩას განცხადებაში, რომელიც მოუწოდებს მომიტინგეებს, გამოიყენონ თავიანთი უფლებები მშვიდობიანად, ხოლო ხელისუფლებას, გამოიჩინოს თავშეკავება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვისას.

ხაზს უსვამს რა არჩევნების გარშემო არსებულ პოლარიზებულ გარემოს, გრაჩა მოუწოდებს ყველა მხარეს ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში ნდობის აღდგენისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად. მან ასევე ხაზი გაუსვა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მზადყოფნას მხარი დაუჭიროს საქართველოში დემოკრატიულ და კონსტიტუციურ გადაწყვეტილებებს.

თავის განცხადებაში გრაჩამ ასევე მიუთითა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბუქარესტის გასული წლის ივლისის დეკლარაციაზე, რომელიც უსაფრთხოების არქიტექტურის გადახედვისკენ მოუწოდებდა უკრაინის და პოტენციურად საქართველოსა და სომხეთის მხარდასაჭერად.

ამ დეკლარაციის შესაბამისად, გრაჩამ გაიმეორა საპარლამენტო ასამბლეის ერთგულება დიალოგის ხელშეწყობისა და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი ნდობის აღდგენის მიმართ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა