მათივე ცნობით, ამ დიაგნოზის ეჭვი მათ გამოკვლევების დაწყებამდეც ჰქონდათ,
„ამ პერიოდში, მიღწეული იყო ტკივილის შემსუბუქება, სიმპტომური მართვა, საბოლოოდ, კოლეგები შევჯერდით დიაგნოზზე, რომელზეც ეჭვი გვქონდა, ელენეს ციხეში ყოფნისას და დაიგეგმა შემდგომი მკურნალობა“, - ამბობენ ისინი და აღნიშნავენ, რომ მკურნალობა ხვალიდან, 31 ივლისიდან დაიწყება.
- ელენე ხოშტარია პენიტენციური სამსახურის კონტრაქტორ კლინიკა „ვივამედში“ 29 ივნისს გადაიყვანეს. მკურნალობის პროცესს მისი ექიმები მაკა იოსელიანი და ანა ქავთარაძე მართავენ - კლინიკის მხოლოდ ინფრასტრუქტურაა გამოყენებული;
- პოლიტიკოსის გართულებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ცნობილი გახდა 17 ივნისს, როცა მისმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ ბრიფინგი გამართა;
- კლინიკაში გადაყვანიდან რამდენიმე დღეში, 8 ივლისს მის ფეისბუკვერდზე მისი სახელით გამოქვეყნდა სტატუსი, რომელშიც ეწერა, რომ უკვე დაწყებული იყო ტკივილის მართვა;
- ხოშტარია უკვე 11 თვეა პატიმრობაშია. მას 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს ოპონენტის, თბილისის მოქმედი მერის, კახა კალაძის საარჩევნო პლაკატზე მარკერით წარწერის გაკეთების გამო;
- ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ ბანერზე წარწერის გაკეთება კრიმინალი არ არის: „მოიგონეს ბანერზე წარწერა კრიმინალიაო, დიახ, უნდა ვანახოთ, რომ მათ მოგონილ უკანონობებს არ ვემორჩილებით“;
- პატიმრობის ვადის ათვლა დაიწყო გასული წლის 15 სექტემბრიდან, როცა ის დააპატიმრეს, რადგან არ გადაიხადა აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული 5000-ლარიანი გირაო.

1 hour ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·