ექიმი კოტე ჩახუნაშვილი სასამართლომ 2500 ლარით დააჯარიმა

1 week ago 5

ექიმი კოტე ჩახუნაშვილი სასამართლომ 2500 ლარით დააჯარიმა – გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

პროკურატურა მას პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

შეგახსენებთ, რომ ცნობილ ექიმს ჯერ სახლში მიაკითხეს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა და გამოკითხვაზე დაიბარეს, ერთ დღეში კი, 4 დეკემბერს ნუცუბიძის ქუჩაზე ჩასაფრება მოუწყეს და საკუთარი მანქანიდან მაშინ გაიტაცეს, როდესაც ის საპროტესტოო აქციაზე მიდიოდა.

სრულად წაკითხვა