ექსპრეს ლომბარდი, საკომუნიკაციო კამპანიის, „ჰკითხე ექსპერტს“, ფარგლებში, მომხმარებელს სალომბარდე სესხის დაფარვის მოქნილ პირობებზე აწვდის დეტალურ ინფორმაციას. ახალი ბლოგპოსტი, რომლის ავტორიც ექსპრეს ლომბარდის ექსპერტ-შემფასებელი&მენეჯერი მამუკა ბედოშვილია, დეტალურად განიხილავს გადახდის გამარტივებულ მექანიზმებს.
კამპანიის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია ფინანსური ვალდებულებების ეფექტურად მართვისთვის. ბლოგში განხილულია სამი ძირითადი უპირატესობა:
- ინდივიდუალური გრაფიკი: მომხმარებელს, რომელსაც, მაგალითად, სეზონური შემოსავალი აქვს, შეუძლია აირჩიოს არა ყოველთვიური, არამედ სამ თვეში ერთხელ გადახდის გრაფიკი.
- ძირითადი თანხის შემცირება: მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, ნებისმიერ დროს, თუნდაც მცირე თანხით (მაგალითად, 1 ლარით) შეამციროს სესხის ძირი, რაც ავტომატურად ამცირებს მომავალში გადასახდელ პროცენტს.
- გადახდის ვადის გადაწევა: გადახდის დაგვიანების შემთხვევაში, მომდევნო გადახდის თარიღი ერთი სრული თვით გადაიწევს ფაქტობრივი დაფარვის დღიდან, რაც მომხმარებელს მეტ დროს აძლევს შემდეგი შენატანისთვის.
„ჩემს ყოველდღიურ საქმიანობაში, ნივთის შეფასებასთან ერთად, უმნიშვნელოვანესია, მომხმარებელს დეტალურად განვუმარტო გადახდის პირობები. ჩვენ გვესმის, რომ ყველას ინდივიდუალური ფინანსური რიტმი აქვს. სწორედ ამიტომ დავნერგეთ გადახდის მოქნილი გრაფიკი, რომელიც მაქსიმალურად ერგება მომხმარებლის საჭიროებებს და ამარტივებს პროცესს“, – ამბობს მამუკა ბედოშვილი, ექსპრეს ლომბარდის ექსპერტ-შემფასებელი.
ექსპრეს ლომბარდი მოუწოდებს მომხმარებლებს, გაეცნონ დეტალურ ინფორმაციას კომპანიის ბლოგზე და აქტიურად ჩაერთონ კამპანიაში, დასვან მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღონ პასუხები უშუალოდ სფეროს ექსპერტებისგან.
პროექტისა და შეფასების პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ექსპრეს ლომბარდის ბლოგს.
TEL: 032 2 39 39 39 | *3939

5 hours ago
4







English (US) ·
Georgian (GE) ·