„ეხო კავკაზამ“ რეორგანიზაციის მიზეზით მუშაობა შეწყვიტა

2 days ago 2
Ekho Kavkaza, RFE/RL's Russian-language unit covering Georgia and its occupied regions, closes; Photo:

რადიო „თავისუფლების“ რუსულენოვანმა სამსახურმა „ეხო კავკაზამ“, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აუდიტორიაზე იყო ორიენტირებული, რეორგანიზაციის მიზეზით 1 მაისს მუშაობა შეწყვიტა.

28 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში რადიო „თავისუფლებამ“ აღნიშნა, რომ ცვლილებები „რეფორმების გეგმის“ ნაწილია. აშშ-ის კონგრესის მიერ დაფინანსებული რადიო თავისუფლება ყურადღებას გაამახვილებს „ირანზე, რუსეთსა და რუსული ექსპანსიონიზმის მიერ ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებზე, ასევე ჩინეთის გავლენის ზრდაზე მისი დაფარვის არეალში“. განცხადების თანახმად, კონგრესმა რადიო თავისუფლებას 2026 ფისკალურ წელს 112,5 მილიონი აშშ დოლარის ბიუჯეტი გამოუყო.

რადიო თავისუფლებამ მარტში უკვე დახურა სამსახურები ბულგარეთში, რუმინეთსა და ჩრდილოეთ მაკედონიაში.

„ეხო კავკაზა“ 2009 წელს დაარსდა. თავად სამსახურს დახურვის შესახებ განცხადება არ გაუვრცელებია. მის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ბოლო სტატია 30 აპრილით თარიღდება.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა