WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

11

პოლიტიკოსი ანა დოლიძე მიხეილ სააკაშვილის წერილს ეხმაურება, სადაც ის საიას აკრიტიკებს:

,,ეჰ, მიშა, მიშა..

სააკაშვილმა დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გამოლანძღა. პრობლემა, როგორც ყოველთვის მხოლოდ
მასშია.

სააკაშვილს არ უნდა გაიხსენოს, რომ 2006 წლის იანვარში, როცა მისი მთავრობის უმაღლესი წევრები რომ დაეწყვნენ, ბრიფინგი მომიწყვეს და დამემუქრნენ, ისიც ყველანი საიას წიაღიდან იყვნენ. მის მთავრობაში ბევრი იყვნენ საიელები – ირაკლი ოქრუაშვილი, ძმები კუბლაშვილები, გია გეწაძე და კიდევ ბევრი. როგორც ყოველთვის, აქაც არ აქვს სააკაშვილს ზრდასრული და სერიოზული გააზრების უნარი.

სხვათა შორის, საიაში ჩემი თავმჯდომარეობა და აქტიურობა ძალადობის წინააღმდეგ ისე ჩარჩა გულში, რომ კანადიდან რომ დავბრუნდი ათი წლის
წინ, ყველაზე ბინძური კამპანია სწორედ მიშამ მოაწყო ჩემს წინააღმდეგ. როგორც მაშინ, ახლაც ხედავს ჩემში კონკურენტს, რის გამოც ის არის ბინძური, შავი პიარ-კამპანიის ავტორი ჩემს წინააღმდეგ. არც ვახსენებ ხოლმე ამას მისი პატიმრობის გამო, გარდა იმ შემთხვევებისა, როგორც ახლა, როცა აქეთ გვესხმის თავს – მეც, როგორც საიას ყოფილ თავმჯდომარეს, რომელმაც ხალხის და სიმართლოს სიყვარულის გამო ისტორია შექმნა მისი მთავრობის დროს.“

,, ერთი თავმჯდომარე ქოცების თავდაცვის მინისტრი გახდა, ხოლო მეორე ქოცების პარლამენტის თავმჯდომარე, მესამე – ვიცე-სპიკერი” – სააკაშვილი საია-ზე