“ვაგრძელებთ აღიარებას ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის” – Liberal International-ი და პარტია ALDE

1 week ago 5

5

ლიბერალური პოლიტიკური პარტიების მსოფლიო ორგანიზაცია, Liberal interantinal და პარტია ALDE, საქართველოში ე.წ. პრეზიდენტის არჩევაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

“ჩვენ ძალიან ვართ იმედგაცრუებული და შეშფოთებული დღეს, ახალი პრეზიდენტის “არჩევით” ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ, სადაც დომინირებს მხოლოდ “ერთი პარტიის” პარლამენტი, რომელიც შეიქმნა სადავო არჩევნების შემდეგ. ვინაიდან არჩევნები არ მოიცავდა ოპოზიციას, ვფიქრობთ, რომ ეს ნამდვილად არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. 

ჩვენ ვაგრძელებთ აღიარებას ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისა და მისი მიღწევების, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად, ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. 

ჩვენ ვგმობთ “ქართული ოცნების” არაკონსტიტუციური ქმედებების შედეგებს და დემოკრატიულ უკუსვლას, რომელსაც ჩვენ ვხედავთ საქართველოში და მოვუწოდებთ ქვეყნებს, გაიმეორონ და გააფართოონ სანქციები, რომლებიც უკვე დაწესებულია აშშ-ის, უკრაინის მიერ და ევროკავშირისგან მოსალოდნელია პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ “უცხოელი აგენტების რუსული კანონის” და ანტიდემოკრატიული პრაქტიკის მიღებაში,” – წერია განცხადებაში. 

სრულად წაკითხვა