„ვაიმარის სამკუთხედის“ წევრი ქვეყნები, პოლონეთი, გერმანია და საფრანგეთი, განცხადებას აქვეყნებენ და ამბობენ, რომ წუხან „ოცნების“ მიერ 2028 წლამდე „ევროინტეგრაციის დღის წესრიგიდან ამოღების გამო“.
„ჩვენ, ვაიმარის სამკუთხედის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, ვწუხვართ მმართველი “ქართული ოცნების” პარტიის გადაწყვეტილების გამო, თაროზე შემოდოს დისკუსია ევროკავშირის წევრობაზე და უარი თქვას ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზე 2028 წლამდე, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციაში აღბეჭდილ ევროპულ მისწრაფებას, რომელიც ქართველ ხალხს გააჩნია.
ხელისუფლების ქმედებები მოწყვლადს ხდის საქართველოს გარე და შიდა არასტაბილურობისთვის. ხაზს ვუსვამთ ჩვენს სურვილს, მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებები.
ვგმობთ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას და ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლების მიზანში ამოღებას. ვგმობთ პოლიციის ოპერაციებს ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ოფისებში, ასევე ოპოზიციის წევრების დაპატიმრებას — მოვუწოდებთ მათი გათავისუფლებისკენ. ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის თავისუფლების, დაცული და პატივცემული უნდა იყოს.
მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“ დეესკალაციისკენ და ინკლუზიური დიალოგისკენ ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
აღვნიშნავთ, რომ სწორედ “ქართული ოცნების” კურსმა 2024 წლის დასაწყისიდან მიიყვანა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერებამდე, და შედეგად, ჩვენი ურთიერთობების გაუარესებამდე.
ამ საკითხს წამოვწევთ საგარეო ურთიერთობათა საბჭოს შემდეგ შეხვედრაზე, რათა მივიღოთ შესაბამისი ზომები ევროკავშირის დონეზე და ასევე, შევხედავთ “ოცნების” ქმედებების შედეგებს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის“, — ვკითხულობთ განცხადებაში.