“ვალებით შებოჭილი ადამიანები ვერ მოაწყობენ გაფიცვას” – ლევან ლორთქიფანიძე

2 days ago 5

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

ორი-სამი დღის წინ უმნიშვნელოვანეს სურათს მოვკარი თვალი:

რამდენიმე ახალგაზრდა ქალი მარტო იდგა ერთ-ერთი ბანკის წინ და ვალების გადავადებას ითხოვდა. ცოტანი იყვნენ, მაგრამ ძალიან მედგრად და პრინციპულად იდგნენ, სიმამაცეს ასხივებდნენ.

ხვალ 13 საათზეც იკრიბებიან უნივერმაღთან.

გაფიცვა და წინააღმდეგობა ვალების ბორკილით შეუძლებელია. ჯაჭვებით შებოჭილი ადამიანები ვერ მოაწყობენ გაფიცვას. საქართველოსა და ევროპის მომავალი წნეხისა და ჩაგვრისგან გათავისუფლების გარეშე შეუძლებელია!

ცხადია, გამოჩნდებიან შემცხადებლები, იტყვიან “რა შუაშია საბანკო სისტემა! ჩამოიშლება ეკონომიკა! ჩვენ ხელისუფლებას ვუტევთ და არა ბანკებს”.

შუაში კი არა თავშია!

არავის არ ვუტევთ, გვინდა დიდმა ეროვნულმა ბრძოლამ ერთი მისხალით უფრო მეტი სამართლიანობაც მოგვიტანოს! კეთილდღეობის იდეასგან წინააღმდეგობას ვერ დაცლით!

სრულად წაკითხვა