მამარდაშვილის "ვალენსიამ" ლა ლიგაში "ალავესი" მიიღო და მხოლოდ ქულა მოიპოვა, ისიც ბოლო წამებზე გატანილი გოლის წყალობით – 2:2.
საქართველოს ნაკრების მეკარე ტრავმის შემდეგ მომჯობინდა და ვარჯიშიც დაიწყო, მაგრამ ჯერ სათამაშოდ მზად არ იყო და სამატჩო განაცხადში ვერ მოხვდა. კარში ჩრდილომაკედონიელი სტოლე დიმიტრიევსკი იდგა.
"ღამურები" ლა ლიგაში ზედიზედ მეხუთე ტურია ვერ იგებენ და 18 ტურის შემდეგ ქართველი მეკარის გუნდი 12 ქულით მე-19 ადგილს იკავებს.
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.