მოგეხსენებათ, რომ გიორგი მამარდაშვილი ფეხბურთის ფედერაციამ 2024 წლის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის პრიზით დააჯილდოვა.
აღნიშნულს ვალენსიას ვებგვერდი ეხმაურება, სადაც მამარდას მიღწევები ლაკონიურადაა ჩამოთვლილი.
მამარდაშვილმა ჯერ გაზეთ სარბიელის გამოკითხვაში იმარჯვა, ახლა კი ფედერაციამ დააჯილდოვა. გარდა ამისა, ლევ იაშინის სახელობის პრიზზე გიორგიმ მე-7 ადგილი დაიკავა.
ლა ლიგაში გიორგიმ 13 მატჩში შეინახა კარი მშრალად და რეკორდიც გაიუმჯობესა. ასევე, მან 3 პენალტი მოიგერია და ლა ლიგის საუკეთესო 23-წლამდე ფეხბურთელის ჯილდოს აღების ერთ-ერთი ნომინანტიც გახლდათ.
ევრო 2024-ზე გიორგი უწყვეტად დამაჯერებელი იყო, ჩეხეთთან კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედაც დაასახელეს.
- წერია ვალენსიას ვებგვერდზე.