მსახიობმა ანდრო ჭიჭინაძემ ციხიდან წერილი გამოაგზავნა. მისმა კოლეგამ და მეგობარმა, გივიკო ბარათაშვილმა წერილი ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის წინ შეკრებილ მოქალაქეებს წაუკითხა.
“სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცი, საიდან დავიწყო, როგორ გამოვხატო მადლიერება იმისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ. ძალიან ვცდილობ, პათეტიკური არ ვიყო, მაგრამ კონტექსტმა გამწირა და მგონი ცოტა მომწევს. როცა ვამბობ თქვენ, ვგულისხმობ თითოეულ თქვენგანს პირადად და კონკრეტულად; ნაცნობებს და უცნობებს; თქვენ ხართ ადამიანები, რომლებსაც გაზირებული პასუხისმგებლობა გაქვთ აღებულ პირველ რიგში, საკუთარ თავზე და აკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა იცხოვროს ღირსეულ გარეოში, სადაც ყველა ადამიანი იქნება თანასწორი, დაცული და სოლიდარული.
ვამაყობ თითოეული თქვენგანით. თქვენი მოქმედებებით ვიჯერებ, რომ სადაც არ უნდა იყო და მოხვდე, ყველგან შეგიძლია ბედნიერი იყო. ნებისმიერ უარყოფითი გადათარგმნება დადებითში და სიყვარულში. ალბათ ჩვენი ცხოვრების დანიშნულებაც ეს არის – გადავარჩინოთ ადამიანი ადამიანში. როგორც საკუთარ თავში, ისე სხვაში. ალბათ, თავისუფლებაც ეს არის და დიდი მადლობა თქვენ ამ თავისუფლებისთვის. მენატრებით”, – წერს ჭიჭინაძე.