ვანიკო თარხნიშვილის სპეციალური განცხადება

ტექსტის ზომა 100%
ვანიკო თარხნიშვილის სპეციალური განცხადება
WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

კითხვის დრო: 2 წთ.

ვანიკო თარხნიშვილის სპეციალური განცხადებამსახიობმა ვანიკო თარხნიშვილმა სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც საქართველოში ადამიანების გაუსაძლის ყოფაზე ისაუბრა:

“ყველა ცუდ დღეში ვართ, მაგრამ განსაკუთრებით ცუდ დღეში არიან მსახიობები. კი, ზოგი მუშაობს თეატრში, ზოგს რეკლამებში იღებენ, ეს რეკლამებიც ძალიან იშვიათია, ფილმების გადაღება თითქმის არ ხდება, თეატრში კიდევ ისეთი ხელფასებია, თვიდან თვემდე ვერ მიყვება ადამიანს.

სადამდე უნდა ვეჭიდაოთ ხელისუფლებას, რომელიც გვეხმარება კი არა, პირიქით, ყველანაირ გზას გვიკეტავს ნებისმიერს, ყველა მოქალაქეს. ეს არის ძალიან რთული და საგანგაშო მდგომარეობაში ვართ ყველანი – არა მარტო მსახიობები, მთელი მოსახლეობა – საშუალო კლასი, ვიღაც მდიდრებზე არ ვლაპარაკობ, რომლებსაც გასაგებია, საიდანაც აქვთ ის ფული ნაშოვნი, რომელსაც ჩვენ ვეღარ ვიხდით – ჩვენი ფული აქვთ ნაშოვნი! აღარ გვაქვს არანაირი ბერკეტი, რითაც შეგვიძლია, რომ საკუთარ თავებს ვუშველოთ, ან ვინმეს დავეხმაროთ. ერთადერთი, რაც შეგვიძლია არის ის, რომ მხარში დავუდგეთ ჩვენს თანამოქალაქეებს, ეს კოლეგები იქნებიან თუ უბრალოდ, რიგითი ადამიანები.”

Artinfo.ge

სრულად წაკითხვა
📢 თქვენი რეკლამის ადგილი
განათავსეთ ბანერი და მოიზიდეთ ათასობით მომხმარებელი
✈️ Telegram: @WeboGeorgeIDS