“ვარჯიშობდა და…” – “ოცნება” ადასტურებს, რომ ღარიბაშვილი ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში მოათავსეს

1 week ago 5

4

“ქართულ ოცნება” ადასტურებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკულ ჰოსპიტალში, ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში იყო, პარტიაში ამტკიცებენ,  რომ ექს პრემიერი არ უცემიათ და დაზიანებები ვარჯიშის დროს მიიღო.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე საჯარო წყაროებში ღარიბაშვილის ფიტნეს გატაცებების შესახებ არაფერი იყო ცნობილი. “ოცნება” არ აკონკრეტებს, რა დაზიანება მიიღო მან.

ოლიგარქის პარტიაში რომ დიდი დაპირებაა, ამაზე  ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა თავმჯდომარემ, გიორგი ბაჩიაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით,  ირაკლი ღარიბაშვილი კლინიკაში, ტრავმატოლოგიურ განყოფილებაშიც კი იყო მოთავსებული.

ინფორმაცია, რომ “ქართულ ოცნებაში” ლიდერები ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან, აქვს ყოფილ პრემიერ-მინისტრს. განცხადება გიორგი გახარიამ  ინგა გრიგოლიას “რეაქციაში” გააკეთა და თქვა, რომ ცემა–ტყეპა აქვთ.

,,გავრცელდა ხმები, რომ ღარიბაშვილი ტრავმატოლოგიურში იყო მისული სხვადასხვა დაზიანებით… თეა წულუკიანიც პარტიისგან განსხვავებულ აზრზეა” – ბაჩიაშვილი

სრულად წაკითხვა