WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

სააგენტო "პარალელი"
ვასილ ბარნოვი: “ეს “სასამართლო” იქცა რეჟიმის საბოლოო გაფარჩაკების არენად”

ფილოლოგი, პოლიტიკოსი ვასილ ბარნოვი მძიმე შეფასებებით ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს:

“ეს “სასამართლო” იქცა რეჟიმის საბოლოო გაფარჩაკების არენად. საერთოდ სიტყვები არ მაქვს მოსამართლის უსაქციელობის, ღია ტენდენციურობის, საჯარო უღირსობის, უკიდურესი არაკომპეტენტურობის და რეჟიმისადმი კუდის ქიცინის შესაფასებლად. უმძიმესი აღსაქმელია, რომ ეს მარაზმი საკონსტიტუციო სასამართლოდ წოდებულ ორგანოში ხდება.

სად არის სამართალი, თორემ “ოცნებას” ეს საქმე ზაზა ბიბილაშვილის პირველი სიტყვის მერე უკვე წაგებული აქვს. მით უმეტეს, ოპოზიციის ნებისმიერი წარმომადგენლის გამოსვლა ამ პროცესზე არის ხელისუფლების და თავად ამ სასამართლოს უმწვავესი მხილების მაგალითი. სასაცილოა (სატირელი რომ არ იყოს), რომ “ქართული ოცნების” რეჟიმი საკუთარი საბოლოო დელეგიტიმაციის აქტს ახორციელებს ამ პროცესით.

ზაზას კი ამჯერადაც ყოჩაღ და მადლობა!♥” – წერს ანდრო ბარნოვი

ვასილ ბარნოვი: “ეს “სასამართლო” იქცა რეჟიმის საბოლოო გაფარჩაკების არენად”
პარალელი