ჟურნალისტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი დააკავეს. ინფორმაციას ვასილ ივანოვ- ჩიქოვანის დედა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ახლა დამირეკეს პოლიციიდან ვასკას დაკავების თაობაზე. სამი მცირეწლოვანი ბავშვის დედ-მამა დააკავეს რუსთაველზე დგომის გამო“,- წერს ვასილ ივანოვ- ჩიქოვანის დედა დოდო შონავა.
ცნობისთვის, რამდენიმე საათის წინ, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის მეუღლე მაიკო ბოკერიაც დააკავეს.
ვრცელდება ინფორმაცია რეჟისორ გიორგი ლიფონავას დაკავების შესახებაც.
მხოლოდ დღეს უკვე 20-დე ადამიანია დაკავებული, ვასილ ჩიქოვანი კი მეოთხე დაკავებული ჟურნალისტია 19 ოქტომბრის შემდეგ.

 6 days ago
                        11
                        6 days ago
                        11
                    
 
     
     
    





 English (US)  ·
                        English (US)  ·        Georgian (GE)  ·
                        Georgian (GE)  ·