ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის 171 თანამშრომელი გენერალურ პროკურორს მიმართავს

6 days ago 4

5

ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის 171 თანამშრომელი გენერალურ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს მოუწოდებს, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართოს:

„ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნი, სხვადასხვა სფეროსა და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები ვითხოვთ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობიდან გათავისუფლებას.

ვიცნობთ რა ანდრო ჭიჭინაძეს, როგორც კანონმორჩილ, სანიმუშო მოქალაქეს, პატრიოტ ადამიანს და უაღრესად ნიჭიერ პროფესიონალს, მისი პატიმრობა მიგვაჩნია უსამართლო გადაწყვეტილებად.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, გთხოვთ იშუამდგომლოთ სასამართლოს წინაშე ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლების თაობაზე.

განცხადებას თან ახლავს თეატრის ყველა თანამშრომლის, 171 ხელმოწერა”

სრულად წაკითხვა