ავიაკომპანია American Airlines-ის თვითმფრინავი, რომელშიც 60 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდნენ, ვაშინგტონთან, რეიგანის სახელობის აეროპორტის მახლობლად შეეჯახა სამხედრო ვერტმფრენ Black Hawk-ს. ვერტმფრენში სამი სამხედრო იმყოფებოდა.
თვითმფრინავი მდინარე პოტომაკში ჩავარდა.
ტელეკომპანია CNN-ის ცნობით, შეჯახება მაშინ მოხდა, როცა სამგზავრო თვითმფრინავი აეროპორტის დასაფრენ ბილიკს უახლოვდებოდა.
ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ადგილზე მასშტაბური სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. რეიგანის სახელობის აეროპორტი დროებით დაიკეტა.
სამგზავრო თვითმფრინავი უიჩიტა-ვაშინგტონის რეისს ასრულებდა.