ვაშინგტონში საქართველოსთან დაკავშირებით არაფერი იციან, მათ საქართველო არ ადარდებთ. საქართველო მათთვის მხოლოდ და მხოლოდ საჭადრაკო დაფაზე მდებარე ფიგურაა, თამაში კი აშშ-სა და რუსეთს შორის მიმდინარეობს – ჯეფრი საქსი

6 days ago 7

წაკითხვა: 5

ადამიანებმა უნდა გაიაზრონ რომ ვაშინგტონში საქართველოსთან დაკავშირებით არაფერი იციან, მათ საქართველო არ ადარდებთ. საქართველო მათთვის მხოლოდ და მხოლოდ საჭადრაკო დაფაზე მდებარე ფიგურაა, თამაში კი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციას შორის მიმდინარეობს, – განაცხადა ლაშა კასრაძესთან ინტერვიუში პროფესორმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის „მდგრადი განვითარების ცენტრის“ დირექტორმა ჯეფრი საქსმა.

მანამდე ლაშა კასრაძემ ჯეფრი საქსს კითხვით მიმართა, თუ რასთან გვაქვს საქმე , როდესაც საქართველოს ვაშინგტონისა და ბრიუსელიდან დიდი ზეწოლა აქვს.

„არ შემიძლია რომ არ დაგეთანხმოთ. ჩვენ მოწმენი ვართ ვაშინგტონსა და ბრიუსელიდან დიდი ზეწოლის, ისმის ბრალდება რომ საქართველოს ხელისუფლება არადემოკრატიულია, რომ ამ ხელისუფლებამ დასავლეთს ზურგი შეაქცია და რომ ის მოსკოვისკენ იყურება. რასთან გვაქვს საქმე?“, – მიმართა ლაშა კასრაძემ ჯეფრი საქსს.

პროფესორმა ჯეფრი საქსმა განმარტება გააკეთა აშშ-სა და რუსეთს შორის მიმდინარე პროცესებსა და მასში საქართველოს როლზე.

„ჩვენმა ერთ-ერთმა წამყვანმა და თვალსაჩინო სტრატეგოსმა, ზბიგნევ ბზეჟინსკიმ, 90 – იან წლებში დაწერა წიგნი სახელწოდებით „დიდი საჭადრაკო დაფა“ რომელშიც ის სამყაროს – როგორც თამაშს – ისე აღწერს. როგორც ძლიერთა შორის თამაშს. ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ თუ თამაში გსურს, ითამაშე ნამდვილი ჭადრაკი. ჩემს ახალგაზრდობაში იყო ასეთი თამაში, სახელწოდებით:„რისკი“, ამოცანა კი მსოფლიოს ყველა კუთხის ნაწილის დაბევებაა. სამწუხაროდ ამერიკელი სტრატეგისები სხვა ქვეყნების ბედით თამაშობენ, ისე იქცევიან თითქოს ეს მართლა თამაში იყოს. საბოლოო ჯამში კი ვიღებთ დიდ გამოწვევებს და ტრაგედიასაც კი.

ნება მომეცით წარმოგიდგინოთ მაგალითი, საქართველოს ნატოში გაწევრიანების თემას არაფერი კავშირი არ აქვს საქართველოსთან, სამაგიეროდ ეს კავშირშია ვაშინგტონის რუსეთთან დაკავშირებულ ხედვებთან. საქმე არა საქართველოს უსაფრთხოებას, არამედ დაახლოებით 30 წლის წინანდელ იდეას ეხება, რომელიც შავი ზღვის რეგიონში რუსეთის გარშემორტყმას გულისხმობს. აქვე უნდა აღვნიშნო რომ ეს იდეა საერთოდ 170 წლის წინანდელია, სწორედ ბრიტანეთის იმპერიას ეკუთვნის ეს იდეა. ჩემი აზრით ყველაზე ცინიკოსი ხალხის იდეაა. თუკი ამერიკა ცუდია, ბრიტანეთი უარესია, ვინაიდან ბრიტანული იმპერია უფრო დიდ ხანს იყო მსოფლიო იმპერია.

მეცხრამეტე საუკუნის შუაში, ბრიტანელი ლორდ პალმერსტონს დაებადა იდეა, რომელსაც მეზობელმა ნაპოლეონ მესამემაც აუბა მხარი. ეს გახლდათ რუსეთის შავი ზღვიდან გაძევების იდეა, რუსული ფლოტი კი ეკატერინე მეორეს მმართველობიდან მოყოლებული სწორედ სევასტოპოლშია, ის 1783 წელს დაარსდა. ბრიტანული ფლოტის უპირატესობის გათვალისწინებით ლორდ პალმერსტონს მიაჩნდა რომ ბრიტანულ ფლოტს შეეძლო რუსული ფლოტის დამარცხება და მისი შავი ზღვიდან გაძევება, რუსეთის კი მესამეხარისხოვან სახელმწიფოდ ქცევა. რატომ უნდოდა ეს ბრიტანეთს? მას მსოფლიოს მართვა სურდა.

ბრიტანელებს ამავე დროს ეშინოდათ რომ რუსეთი მათ კონკურენციას გაუწევდა, მაგალითად ცენტრალურ აზიაში და ინდოეთში. ეს გახლდათ შეშლილი გეგმა, მაგრამ როდესაც შენ მსოფლიოზე ბატონობა გსურს, ყველა კუთხე, ადგილი და საჭადრაკო დაფის მონაკვეთი, სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელი ხდება. გამომდინარე აქედან, ლორდ პალმერსტონი, რომელსაც სამხრეთ კავკასიის ბედი ნამდვილად არ ადარდებდა, არც მეტი არც ნაკლები – ყირიმის ომის სამხრეთ კავკასიაში გაგრძელებას ემხრობოდა. შესაბამისად ეს ისტორია 170 წლის წინ იწყება, 1850 იან წლებში, ამერიკის შეერთებული შტატები კი ბრიტანეთის შეგირდია.

ბატონი ბზეჟინსკი კი სწორედ ლორდ პალმერსტონის მოდელს მიჰყვებოდა, რუსეთის გარშემორტყმისა და დასუსტების გეგმას. ბატონი ბზეჟინსკი ამ ყველაფერს თავად, საკუთარ წიგნში, „დიდ საჭადრაკო დაფაში“ საკმაოდ ვრცელ თავში დეტალურად აღწერს. ბზეჟინსკი წერს რომ კრემლი სუსტია და წინააღმდეგობას ვერ გაწევს. ეს გახლდათ დიდი რისკი, ვგულისხმობ ნატოს გაფართოებას და მოლოდინს რომ რუსეთი ვერაფერს იღონებდა.

მე მსურს მოგიყვეთ კიდევ ერთი ამბავი. 2008 წელს ბუქარესტში, ნატოს სამიტზე, ჯორჯ ბუშმა მოითხოვა ნატოს მიერ საქართველოსა და უკრაინის ალიანსის რიგებში მიღებასთან დაკავშირებული ვალდებულების აღება. ევროპელმა ლიდერებმა, მათ შორის ანგელა მერკელმა და ნიკოლა სარკოზიმ იცოდნენ თუ რამდენად საშიში იყო ეს. ეს იყო სრული პროვოკაცია რუსეთის მიერ გაცხადებული ეგრეთწოდებული წითელი ხაზების მიმართ. ბუქარესტში სცადეს ამ პროცესის შეჩერება, მაგრამ ნატო ხომ ალიანსი არ არის, ნატო ამერიკის შეერთებული შტატები და მის გვერდით მდგომი სუსტი ევროპაა. ბუქარესტში კი ჯორჯ ბუშმა არ დათმო და იქნა მიღებული გადაწყვეტილება რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრები გახდებოდნენ. ევროპელები ამას დღემდე იმეორებენ, ამერიკელებიც. რუსები ამბობდნენ რომ ეს მიუღებელი იყო და ამას არ დაუშვებდნენ.

2008 წლის გაზაფხულზე, ბუქარესტის სამიტის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ნიუ – იორკში ჩამოვიდა, ის ეწვია „საგარეო ურთიერთობათა საბჭოს“. ეს ორგანიზაცია ამერიკული ისტებლიშმენტისთვის მშობლიურია, მე კი როგორც ათასობით სხვა, ამ საბჭოს წევრი გახლავართ. მიმიწვიეს სააკაშვილის სიტყვით გამოსვლაზე და ცნობისმოყვარეობამ მძლია. მათი ოფისი ჩემ სახლთან ახლოს არის და ფეხით გავეშურე.

სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა რომ საქართველო ევროპის შუაგულშია, რომ საქართველო ევროპაა, რომ საქართველო ნატოში გაწევრიანდება და რომ საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი წევრია. გეოგრაფიისა და პოლიტიკის მეც გამეგება ცოტა, ღონისძიება დავტოვე და მეუღლეს შევეხმიანე და მას ვუთხარი რომ ეს ადამიანი შეშლილია. ეს ადამიანი საკუთარ ქვეყანას გაანადგურებს.

ასევე მსურს მოგახსენოთ რომ რამდენჯერაც სააკაშვილი საქართველოს ევროპის შუაგულში მდებარეობაზე საუბრობდა, იმდენჯერ ისმოდა მქუხარე აპლოდისმენტები. „საგარეო ურთიერთობათა საბჭოში“ სიხარულით მეცხრე ცაზე იყვნენ. საქართველო ნატოში გაწევრიანდება ამბობდა სააკაშვილი და ისმოდა მეტი აღტყინება! მე კი ვიცოდი რომ ეს გახლდათ სრულიად უპასუხისმგებლო საუბარი, ეს გახლდათ სრული პროვოკაცია და რამდენიმე კვირაში კი ომიც მოვიდა. ეს გახლდათ საშინელება, მაგრამ ამავე დროს სრულიად მოსალოდნელი! ეს გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წაქეზებული, ვინაიდან ვინმე ზრდასრულს უნდა დაერიგებინა სააკაშვილი რომ მის მიერ ამგვარი განცხადებების გაკეთება მისთვისვე იყო საშიში და დამანგრეველი. იყავი ფრთხილად, იყავი წინდახედული, ნუ მოუწყობ შენს ძლევამოსილ ჩრდილოელ მეზობელს პროვოკაციას.

ამერიკის შეერთებული შტატები შენი მეზობელი არ არის, ამერიკის შეერთებული შტატები ათასობით კილომეტრის დაშორებითაა, ეს მეზობელი კი შენს ცხვირწინაა. ასე რომ იყავი ფრთხილად.! სააკაშვილისთვის ეს არავის უთქვამს, მას მხოლოდ ტაშს უკრავდნენ.

მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებს ხომ არ შეუძლია საქართველოს ხსნა, არც საკუთარი თავისგან და არც მისი ჩრდილოელი მეზობლისგან. გესაჭიროებათ წინდახედულობა, სიფრთხილე, გჭირდებათ ნორმალური დიპლომატია და არა გულზე მჯიღის ცემა რომ ჩვენ ვართ ნატო, რასაც გვინდა იმას ვიზამთ. სამწუხაროდ ეს ყველაფერი ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო, 2008 წლიდანვე და ჩვენ მივიღეთ საშინელი შედეგი, ეს შედეგი კი „საგარეო საქმეთა საბჭოში“ სააკაშვილის ვიზიტიდან რამდენიმე კვირაში დადგა. ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია, საქართველოს მსგავსმა ქვეყნებმა – სომხეთმა, აზერბაიჯანმა, რუკას უნდა დავხედოთ და მეზობელ სახელმწიფოებს შევხედოთ, თუ სხვაგან გადასვლას არ აპირებთ, უმჯობესია იყოთ რეალისტები, ჭკვიანნი.

არავინ მოგიწოდებთ სახელმწიფოებრიობის დათმობისკენ, იყავით წინდახედულნი და ჭკვიანნი. რეალისტ, ჰენრი კისინჯერს აქვს ასეთი ფრაზა, „ამერიკის შეერთებული შტატების მტრობა არის საშიში, მეგობრობა კი სასიკვდილო“. ის გულისხმობდა რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეიძლება სიყვარულს გეფიცებოდეთ, მაგრამ სინამდვილეში მათ ეს არ ადარდებთ, მათ ისიც კი არ იციან ამერიკული ჯორჯია ან ატლანტა სად მდებარეობს. მათ მითუმეტეს არ იციან თბილისი და საქართველო სად არის, დამიჯერეთ, გულწრფელად გეუბნებით, იყავით ფრთხილად, არავინ გეუბნებათ რომ დანებდეთ, მარცხი აღიაროთ, იყავით წინდახედულნი, მოეპყარით მეზობელს კარგად. იმავეს გირჩევთ თურქეთთან და ირანთან დაკავშირებით.

ამ ზიზღის ფონზე იმის ფიქრი რომ ბრიუსელი გადაგარჩენთ უბრალოდ სასაცილოა. ვაშინგტონი კი საერთოდ დამატებით 3 ათასი კილომეტრის დაშორებითაა კიდევ, კარგით რა, ვიყოთ რეალისტები, მე ვცადე ეს უკრაინელებისთვის ამეხსნა მაგრამ მათ მე ყური არ დამიგდეს, მათ ვაშინგტონიდან გაგონილი ტკბილი საუბარი და მხარდაჭერაზე ცრუ დაპირებები ერჩივნათ. ახლა კი მათ ბრძოლის ველზე უბრალოდ ხოცავენ. რას ნიშნავს ბრძოლა მანამ სანამ საჭიროა – სანამ ბოლო უკრაინელს მოკლავენ? მათ ასიათასობით ადამიანი დაკარგეს როდესაც შეეძლოთ ჩემთვის ყური დაეგდოთ, ეს იყო მათი მხრიდან ყოვლად დამანგრეველი საქციელი. უკრაინელებს თავიდანვე უარი უნდა ეთქვათ ნატოში გაწევრიანების შეთავაზებაზე, მათ უნდა ეთქვათ რომ არ სურდათ ამ გზით არავის განაწყენება, მათ ხომ არავინ ესხმოდა თავს, ეს პროვოკაცია რა საჭირო იყო? ყველაფერი იქნებოდა წყნარად“, – აღნიშნა ჯეფრი საქსმა.

პოსტის ნავიგაცია

სრულად წაკითხვა